გაკვეთილის გეგმები


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი #:  ჯუმბერ ტერუნაშვილი, #59002001591
საგანი/საგნები:  მათემატიკა, ქართული ენა და ბუნებისმეტყველება
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული გაკვეთილი
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი/ IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი: 17 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:  ამოცანაში აღწერილი ან რეალური ვითარების მოდელირება რიცხვითი გამოსახულებებისა და სქემების საშუალებით.

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს დაახლოებით 300-სიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა და გააზრება; კონკრეტულ ვითარებაში შეძლოს მოცემული დაჯგუფებული მონაცემების გააზრება და გამოყენება, სხვადასხვა ნიშან-თვისებათა მიხედვით საგნების შედარება;  მათემატიკის საკითხების დაკავშირება წიგნიერებასთან, მათემატიკის გამოიყენება ბუნებისმეტყველებაში.

ესგ:

მათ. IV.5. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
მათ. IV.6. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისობის აგება, გამოსახვა და გამოკვლევა.
 მათ. IV.12. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
მათ. IV.13. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
მათ. IV.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.  
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება. 
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
ბუნ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა.


 
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
მისალმება/მოთელვა/კლასის ორგანიზება
მასწავლებელი მოსწავლეებს ესალმება, აცნობს გაკვეთილის გეგმას, გაკვეთილის მიზნებს, შეფასების რუბრიკას და მოსალოდნელ შედეგებს. ამასთანავე, შეახსენებს ქცევის წესებს.


ვერბალური ახსნა


მთელ კლასთან
წინასწარ გამზადებულ ფლიპჩატზე დაწერილი თემა, მიზნები,შეფასების რუბრიკები, ქცევის წესები.



3წთ
2
გონებრივი იერიში.
მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას, კომპიუტერით აჩვენებს სლაიდებს  და სვამს კითხვებს: რა არის
ზღვა, გუბე, ოკეანე, ტბა, ტბორ
შეავსეთ წინადადება: ტბორი უფრო დიდია, ვიდრე --- , მაგრამ უფრო ---- , ვიდრე ტბა. დაალაგეთ სიდიდის მატების თანმიმდევრობით: ზღვა, გუბე, ოკეანე, ტბა, ტბორ
  თევზის გარდა რა სულიერები უნახავთ მდინარეში ან ტბაში, მაგ, ბაყაყი.შემდეგ, მასწავლებელი კლასს აჩვენებს ტექსტს. მოსწავლეები სათაურისა და სურათების მიხედვით ივარაუდებენ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „მოძმე“ და რომელი ცხოველები იქნებიან „ბაყაყის მოძმეები“.
- რა იცით ბაყაყის შესახებ? (მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ - „ცნების რუკა“).
მხატვრულ ნაწარმოებებში თუ შეგვხვედრია ბაყაყი ან გომბეშო?
სასურველი პასუხი: „გომბეშო და ხარი“, „იხვი და მყვარი“, ზღაპრებში ბაყაყი.
- რომელი ხალხური წეს-ჩვეულება და წარმოდგენები იცით ბაყაყის შესახებ?
სასურველი პასუხი: თუ ბაყაყს შეეხები, მეჭეჭები ამოგივა. თუ ბაყაყს მოკლავ, გაწვიმდება.
რა არის კომბალი? ვის სჭირდება? რომელ ზღაპარში შეგვხვედრია? ერთ სულიერსთავკომბალაეწოდება. მასწავლებელი აჩვენებს თავკომბალის სლაიდს. მასწავლებელი უსწორებს არასწორ პასუხებს და აძლევს უკუკავშირს.


კითხვა - პასუხი, სლაიდების ჩვენება, იტერაქციული

მთელ კლასთან, ინდივიდუალურად

დაფა, ცარცი, კომპიუტერი,პროექტორი, ცნების რუკა

10წთ
3
ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში და პრეზენტაცია
მასწავლებელი კლასს დაყოფს  3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს  აძლევს ერთნაირ ტექსტს კითხვით და აძლევს შემდეგ დავალებას: ტექსტიდან ამოწერეთ ყველა რიცხვი. თვითეულ რიცხვს მიუწერეთ თავისი, შესაბამისი სიდიდე: სმ, კგ ან სხვა. ეს რიცხვები (სიდიდეები) დააჯგუფეთ 4 ჯგუფად, რომლებიც გვიჩვენებს: I. სიგრძეს; II. წონას; III. რაოდენობას; IV. დროს. შეავსეთ ცხრილი. გაკვეთილის ძირითად დროს მასწავლებელი მერხებს შორის მოძრაობს და მოსწავლეებთან ახლოსაა მასწავლებელი თითქმის განუწყვეტლივ აკვირდება მოსწავლეთა აქტიურობას, მეცადინეობას, საუბარს, მსჯელობას, ქმედებას, ჟესტებსა და მიმიკასაც კი და აფასებს მათ მუშაობას (აკეთებს მოკლე ჩანაწერებს სათანადო ცხრილებში).საჭიროების შემთხვევაში, ჩუმი ხმით, ინდივიდუალურად აწვდის სასწავლო ხარაჩოებსა და უკუკავშირებს. მოსწავლეები ავსებენ ცხრილს და ახდენენ შევსებული ცხრილის პრეზენტაციას.





ჯგუფებში მუშაობა,
ცხრილის შევსება,
ევრისტიკული




ჯგუფებში




ფლიპჩატი, მარკერი,
ცხრილები,ჩანაწერების დღიური




12წთ
4
მასალის განმტკიცება ინდივიდუალური  მუშაობა.
მასწავლებელი მთელ კლასს უსვამს კითხვებს და ინდივიდუალურად პასუხობენ მოსწავლეები.  pover point-ში გაკეთებულია ცხრილი, სვეტოვანი დიაგრამმა და ამ ცხრილისა და დიაგრამაზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოითვლიან და უპასუხებენ კითხვებს. მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს



კონსტრუქტივისტული, კითხვა-პასუხი


მთელ კლასთან ინდივიდუალურად

დაფა, ცარცი

6წთ
5
მასალის განმტკიცება ჯგუფებში  მუშაობა.

ტექსტიდან გამომდინარე თითოეულ ჯგუფს აძლევს მცირე ტესტებს და ამოცანებს სამუშაოდ:
1. ტბაში 4000 ზრდასრული ბაყაყი ბინადრობს. მათი მხოლოდ ნახევარია დედა ბაყაყი. რამდენ ქვირითს დაყრის ყველა ეს დედა ბაყაყი ერთად სიცოცხლის განმავლობაში?
- ამ ამოცანას ვერ ამოვხსნით, რადგან არ გვაქვს საკმარისი მონაცემები. შემდეგთაგან რომელი დამატებითი მონაცემი გვჭირდება?
ა) დაახლოებით რამდენ წელიწადს ცოცხლობს დედა ბაყაყი;
ბ) გამოჩეკილი თავკომბალებიდან დაახლოებით რამდენი იღუპება, სანამ გაიზრდებოდეს;
გ) წელიწადში რამდენჯერ ყრის დედა ბაყაყი ქვირითს;
დ) სიცოცხლეში დაახლოებით რამდენჯერ ყრის ქვირითს დედა ბაყაყი.
2. ვთქვათ, წინარე ამოცანის საჭირო დამატებითი მონაცემია 15. ამ პირობით დაახლოებით რამდენ ქვირითს დაყრის ყველა ის დედა ბაყაყი ერთად სიცოცხლის განმავლობაში?
ა) 270 მილიონი; ბ) 540 მილიონი; გ) 27 მილიონი; დ) 5 მილიონ 400 ათასი.
3. დიდ ტბორში 1000 დიდი აფრიკული ბაყაყი ბინადრობს. რამდენი ტონაა მათი საერთო წონა?



ტესტებზე მუშაობა,კონსტრუქტივისტული


ჯგუფებში


ტესტები და კალმები


8წთ

6
დააკავშირე ერთმანეთთან
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფერად ფურცლებს, სადაც წერია ცხოველთა ჯგუფის  გაჩენის ბუნებრივი წესი: ძუძუმწოვარი, ფრინველი,თევზი   და ბარათებს, რომელზეც აღნიშნულია კვერცხიდან გამოჩეკა, ქვირითიდან გამოჩეკა, ცოცხლად შობა
მასწავლებლის ინსტრუქციის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა შექმნან აზრობრივი რუკა და დაუკავშირონ სიტყვები მოცემულ პირობას.

ინფორმაცის
დაკავშირება-
დახარისხება,
აზრობრივი რუკა
მთელი კლასი,
ინდივიდუალურად
სამუშაო ფურცლები ,ბარათები,აზრობრივი რუკა
3წთ
7
შეფასება
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ შეფასებას
სიტყვიერი კომენტარი, განმავითარებელი შეფასება
ინდივიდუალურად
შეფასების რუბრიკა

3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
 მოსწავლე :
ა) შეუძლია გამოიყენოს მოქმედებები სიგრძის, წონისა და დროის ერთეულებზე, გამოიყენოს მოქმედებები მრავალნიშნა რიცხვებზე (მილიონების ჩათვლით);
ბ) დაინტერესდება მათემატიკის გამოყენებით ყოფა-ცხოვრებაში;
გ)  გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს შემდგომში დიაპაზონის სწავლის შესამზადებლად;  მოსწავლეს:
 ა)  განუმტკიცდება ცხრილის გააზრების, აგებისა და გამოყენების უნარ-ჩვევები;
ბ) განუვითარდება ზოგადად ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნის გამოტანის, კერძოდ კი ინფორმაციის მოწესრიგებისა და დახარისხების უნარ-ჩვევები; ვარაუდის გამოთქმისა და მისი გადამოწმების უნარ-ჩვევები; ტექსტის წაკითხვისა და გაგება-გააზრების უნარ-ჩვევები; უფრო მეტად გაეცნობა ბუნებას, გაიაზრებს ცხოველთა დაცვის საჭიროებას.
შეფასება: გაკვეთილზე გამოყენებულია  განმავითარებელი შეფასება

                                              











                                     დანართები
                                    შეფასების  რუბრიკა

გაკვეთილის მისაღწევი შედეგების ინდიკატორები
მიღწევის დონე
1. ტექსტიდან ამოკრებს, ამოწერს მითითებულ მონაცემებს;
შეუფერხებლად და სწორად

2. ამოკრებილ მონაცემებს აჯგუფებს მითითებული წესით;
მცირე შეფერხებით და ზოგჯერ შეცდომებით; ან აკმაყოფილებს მხოლოდ ორი ან სამი ინდიკატორის მოთხოვნებს
3. დაჯგუფების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
4.გაბმულად და სათანადო ინტონაციით (სასვენი ნიშნების შესაბამისი პაუზების დაცვით) კითხულობს ძირითად ტექსტებს და ამოცანების ტექსტებს;
5. პასუხობს ტექსტის გაგება-გააზრების შეკითხვებს, გამოაქვს მართებული დასკვნები, პასუხებს ლოგიკურად ასაბუთებს (ტექსტზე დამყარებით).


მრავალი შეფერხებითა და შეცდომით;
ან აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი ინდიკატორის მოთხოვნებს





ცხრილი
სიდიდეები
რიცხვები
სიგრძის

წონის

დროის

რაოდენობის





აზრობრივი რუკა
დააკავშირე ერთმანეთთან
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფერად ფურცლებს, სადაც წერია ცხოველთა ჯგუფის გაჩენის ბუნებრივი წესი:
ძუძუმწოვარი, ფრინველი,  თევზი   და ბარათებს, რომელზეც აღნიშნულია კვერცხიდან გამოჩეკა, ქვირითიდან გამოჩეკა, ცოცხლად შობა
მასწავლებლის ინსტრუქციის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა შექმნან აზრობრივი რუკა და დაუკავშირონ სიტყვები მოცემულ პირობას.





მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი #: ჯუმბერ ტერუნაშვილი, #59002001591
საგანი/საგნები: მათემატიკა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, ინოვაციური   გაკვეთილი
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი: 18 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა: წრფივი, მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების თვისებების გამოყენება ბანკის ანაბარზე სარგებლის დარიცხვის წესების დროს, ამ წესებს შორის არჩევანის გაკეთება.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ :
ა) წრფივი, მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების თვისებების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას და რეალური ვითარების მოდელირებისას;
ბ) გამოიყენონ ფუნქციების გრაფიკული მეთოდები პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას;
გ) გააკეთონ სწორი არჩევანი ბანკის დარიცხვის წესებს შორის;
დ) მოისმინონ და თავად დაასახელონ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ვარიანტები;
ე) იმსჯელონ კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგინონ საკუთარი თვალსაზრისი აუდიტორიის წინაშე.
ესგ:
მათ.XI.4.       მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს რიცხვის ხარისხსა და ლოგარითმს, ხარისხისა და ლოგარითმის თვისებებს პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მომდირე ამოცანების ამოხსნისას
მათ. XI.5 მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.

   


#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
მისალმება/მოთელვა/კლასის ორგანიზება
მასწავლებელი მოსწავლეებს ესალმება, აცნობს გაკვეთილის გეგმას, გაკვეთილის მიზნებს, შეფასების რუბრიკას და მოსალოდნელ შედეგებს. ამასთანავე, შეახსენებს ქცევის წესებს.
გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში.


ვერბალური ახსნა


მთელ კლასთან
წინასწარ გამზადებულ ფლიპჩატზე დაწერილი თემა, მიზნები,შეფასების რუბრიკები, ქცევის წესები.



3წთ
2
გონებრივი იერიში.
მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვებით: რა არის პროცენტი? როგორ ხდება პროცენტის დარიცხვა? რა განსხვავებაა მათემატიკურ და გეომეტრიულ პროგრესიებს შორის? რა არის ფუნქცია? წრფივი, მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციები და მათი თვისებები, ფუნქციის გრაფიკები. რა არის სარგებელი? რა არის ინფლაცია?

კითხვა - პასუხი, დაფასთან ჩვენება

მთელ კლასთან, ინდივიდუალურად

დაფა, ცარცი

7წთ
3
პრობლემის გამოკვეთა და პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა ჯგუფებში.
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით გამოკვეთს პრობლემას და მის აქტუალობას. კლასი დაიყოფა დიფერენცირებულად 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა შესაბამისი ამოცანები ბარათებით. კერძოდ, პირველ ჯგუფს მასწავლებელი აძლევს შემდეგ ამოცანას ბარათზე: მოსწავლეს აქვს 10 000 ლარი და ბანკში ხსნის ანაბარს ვადიანი 10 წლით, წლიური - მარტივი დარიცხვით 11% ან რთული დარიცხვით 10%. მათ უნდა გამოთვალონ ცხრილებში 10 წლის განმავლობაში დარიცხვა ორივე წესით, ააგონ შესაბამისად გრაფიკი და აარჩიონ მათთვის სარგებლიანი წესი, გადაიტანონ ფლიპჩატზე.
მეორე ჯგუფს მასწავლებელი აძლევს შემდეგ ამოცანას ბარათზე: მოსწავლეს აქვს 10 000 ლარი და ბანკში ხსნის ანაბარს ვადიანი 10 წლით, წლიური - რთული დარიცხვით 10% ან დოლარზე წლიური რთული დარიცხვით 3,5%. დოლარის კურსია 1$=2,5 ლარი, ინფლაცია 3%. მათ უნდა გამოთვალონ ცხრილებში 10 წლის განმავლობაში დარიცხვა ორივე წესით, ააგონ შესაბამისად გრაფიკი და აირჩიონ მათთვის სარგებლიანი წესი, გადაიტანონ ფლიპჩატზე.
მესამე ჯგუფს მასწავლებელი აძლევს შემდეგ ამოცანას: მოსწავლეს აქვს 10 000 ლარი და ბანკში ხსნის  ვადიან ანაბარს წლიური - რთული დარიცხვით 10%. მათ უნდა გამოთვალონ რამდენი წლის შემდეგ გაუორმაგდებათ ანაბარი, ლოგარითმული ფუნქციის გამოყენებით, გადაიტანონ ფლიპჩატზე. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აკვირდება და საჭიროებიდან გამომდინარე აძლევს მითითებებს და განმავითარებელ შეფასებას.




ჯგუფებში მუშაობა,
ცხრილის შევსება




ჯგუფებში




ფლიპჩატი, მარკერი,
ცხრილები,გამომთვლელი კალკულიატორი




10წთ
4
პრეზენტაცია, სარგებლიანი ვარიანტის არჩევა
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას არჩეული ვარიანტის შესახებ. დანარჩენი ორი ჯგუფი უსმენს და დასრულებისას დაუსვავს თითო კითხვას პრეზენტატორს არჩეული ვარიანტის გარშემო.

პრეზენტაცია,
კითხვა- პასუხი

მთელ კლასთან



ფლიპჩატები

15წთ
5
Geogebra-ში  და ცხრილებში მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ინოვაციურ, ე.წ. 72-ის ხერხს სარგებლის გაორმაგებასთან დაკავშირებით და ადარებს მოსწავლეების მიერ მიღებულ შედეგებს ექსელის ცხრილის მეშვეობით.  Geogebra-ში  აგებს შესაბამის გრაფიკებს, საიდანაც მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ და აარჩევენ სარგებლიან ვარიანტს.

კომპიუტერთან მუშაობა, მინილექცია, კითხვა-პასუხი

მთელ კლასთან

კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტი

7წთ
6
შეფასება
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ და გამსაზღვრელ შეფასებას

სიტყვიერი კომენტარი, განმსაზღვრელი შეფასება

ინდივიდუალურად

შეფასების რუბრიკა

3წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლე იყენებს რიცხვის ხარისხსა და ლოგარითმს, ხარისხისა და ლოგარითმის თვისებებს პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მომდირე ამოცანების ამოხსნისას;
·         მოსწავლე იყენებს ფუნქციებსა და მათი თვისებებს  რეალური ვითარების მოდელირებისას;
·         მოსწავლე აკეთებს სწორი არჩევანს ბანკის დარიცხვის წესებს შორის;
·         მოსწავლე თავად ასახელებს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ვარიანტებს;
·         მოსწავლე იმსჯელებს კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარი თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე.
შეფასება: გაკვეთილზე გამოყენებულია როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასება

                                              



                                          დანართები
                                    შეფასების  რუბრიკა.
კრიტერიუმები
1-3

         4-5
         6-8
9 -10
პრეზენტაცია
ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად, ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
 წარმოადგენს თემას,მაგრამ არა არგუმენტირებულად.ნაწილობრივ ფლობს საჭირო ინფორმაციას,ამასთანავე არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად. ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დამაჯერებლად დასაბუთებული მსჯელობა
წარმოადგენს თემას გასაგებად, ამყარებს არგუმენტებით, ფლობს საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს
ცოდნა და უნარები
უმეტეს შემთხვევაში უჭირს მასალის გაგება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,დავალებას ვერ ასრულებს ბოლომდე
უმეტესად წვდება თემის არსს,მაგრამ ყოველთვის ვერ განაზოგადებს მას, ზოგჯერ ვერ იყენებს პრაქტიკაში.
ყოველთვის წვდება თემის არსს და მიღებულ ცოდნას განაზოგადებს, მაგრამ წარმატებით ვერ ახდენს ტრანსფორმაციას სხვადასხვა შემთხვევებისათვის.
ყოველთვის გააზრებული აქვს თემის არსი და ნიუანსები, წარმატებით ახდენს მის ტრანსფორმაციას სხვადასხვა შემთხვევებისათვის
ჯგუფებში მუშაობა
ვერ  მუშაობს ჯგუფში, უჭირს თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან, უჭირს მათი აზრის გაზიარება
მუშაობს ჯგუფებში, მაგრამ ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება
უმეტეს წილად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და ახერხებს მათთვის საკუთარი შეხედულების ახსნა-დასაბუთებას; ეხმარება, მაგრამ ხანდახან ვერ იცავს ტაქტს
ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საჭიროებისას ტაქტიანად ეხმარება ჯგუფის წევრებს




  ცხრილი 1
წლები
თანხა რთული დარიცხვით ლარებში წლიური 10%
თანხა მარტივი დარიცხვით ლარებში წლიური 11%

















          ცხრილი 2
წლები
თანხა რთული დარიცხვით ლარებში წლიური 10%
თანხა რთული დარიცხვით ლარებში, წლიური 3,5% დოლარით, ინფლაციის გათვალისწინებით

















ექსელის ცხრილი
1%
70
72
2%
35
36
3%
23.4
24
4%
17.6
18
5%
14.2
14.4
6%
11.8
12
7%
10.2
10.3
8%
9
9
9%
8
8
10%
7.3
7.2
11%
6.6
6.5
12%
6.1
6
13%
5.7
5.5
14%
5.3
5.1
15%
4.9
4.8
16%
4.7
4.5
17%
4.4
4.2
18%
4.2
4
19%
4
3.8
20%
3.8
3.6
25%
3.1
2.9
30%
2.6
2.4
35%
2.3
2.1
40%
2.1
1.8


თარიღი: 20.04.2017 წ.

ხელმოწერა:

Комментарии

Популярные сообщения