კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თემა:  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მეთერთმეტე (ბ) კლასის მოსწავლეთა მოტივაციის კუთხით გამოვლენილი პრობელმები მათემატიკაში, მათი გამომწვევი მიზეზები და მოტივაციის ასამაღლებელად დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა  და ცვლილებების მონიტორინგის წარმოება.
   საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები ორიენტირებულია ისეთ სწავლა-სწავლებაზე, რომლის ცენტრშიც დგას მოსწავლე - პიროვნება, რომლის მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვა სკოლის ერთ ერთი უმთავრესი ამოცანაა.
    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში სასწავლო გარემოს და მის ორგანიზებას სასკოლო საზოგადოების წარმატებული საქმიანობისთვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის პროცესს, მათი მოტივაციის ამაღლებას.
    უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩატარებული მრავალი საერთაშორისო კვლევა გვიჩვენებს მოსწავლეთა მნიშვნელოვნად დაბალ აკადემიურ დონეს და უფროსკლასელებში დაბალ მოტივაციას.    ბუნებრივად გვიჩნდება არსებული რეალობის გამომწვევი მიზეზების დადგენის სურვილი.
    მოცმული ნაშრომი არის  კვლევის ანგარიში, რომელშიც მოცემულია მეთერთმეტე (ბ) კლასელების მოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას.
   კვლევის ანგარიში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების  კვლევას ისახავს მიზნად. ნაშრომში განხილულია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა  მოტივაციის კუთხით გამოვლენილი პრობელმები მათემატიკაში, მათი გამომწვევი მიზეზები და მოტივაციის ასამაღლებელად დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა  და ცვლილებების მონიტორინგის წარმოება.
   ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგან ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევა დამანახებს ჩემს ძლიერ მხარეებს, რათა ის მომავალში უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, დამანახებს ჩემს საქმიანობაში სუსტ რგოლსაც, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევა გამოავლენს ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესებს, რომელთაც აუცილებლად განვავითარებ, სურვილებს, რომელთა შესრულებაზე მუშაობის შანსი მომეცემა.
ვიმედოვნებ, რომ კვლევის შედეგები რაიმე მცირე წვლილს მაინც შეიტანს სკოლაში  მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.


                          სარჩევი:
    1. შესავალი
     2. ლიტერატურის მიმოხილვა
     3. კვლევის თემა  
     4. კვლევის მიზანი  
     5. კვლევის მეთოდოლოგია  
      6. მონაცემთა შეგროვება  
      7. მონაცემთა ანალიზი  
      8. დასვნები , რეკომენდაციები  და ინტერვენციები
      9. გამოყენებული ლიტერატურა
      10. დანართი


        შესავალი
   სკოლის წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მისი სასწავლო გარემოა. სასწავლო გარემო არა მხოლოდ სკოლის შენობა, მისი საკლასო ოთახები, მათი ორგანიზება ან მატერიალური რესურსებია, არამედ მასში იგულისხმება აგრეთვე ის ურთიერთობები, რომლებიც სკოლის საზოგადოების წევრებს შორის სუფევს. ამათანავე ის მიდგომა სწავლა-სწავლების პროცესისადმი, რაც უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მიღწევებს. ასე, რომ სასწავლო გარემო არის ყველა იმ ფაქტორის ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლის შედეგებსა და განვითარებაზე. პოზიტიურ და ადეკვატურ სასწავლო გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. იგი დიდწილად ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ადამიანების შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზებას. სასწავლო გარემო ასევე გავლენას ახდენს მოსწავლის მორალურ განვითარებაზე და მის ღირსეულ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას უკავშირდება.
      სასწავლო პროცესი წარმატებულია, თუ ის და მისი შემადგენელი სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს ადეკვატურ ფიზიკურ გარემოში; მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლა-სწავლების ეფექტიანად განხორციელებისათვის ხელი მიუწვდებათ საჭირო სასწავლო რესურსებზე. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შედეგებისა და მოტივაციის გაუმჯობესებისათვის.
    ცნობილია , რომ არა მარტო სწავლას , არამედ ნებისმიერ აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად . მოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნას , რომელიც მოსწავლეს სწავლის  ხალისსა და უნარს შემატებს . მოტივაცია ეს ის ფაქტორია , რომელიც საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხს . სწავლების პროცესში ჩადებული უნდა იყოს როგორც სკოლის, ისევე მასწავლებლის მხრიდან სტრატეგიები , რომლებიც გაზრდიან შინაგან და გარეგან მოტივაციას.
     მოტივაცია ეს ის ფაქტორია, რომელიც  საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხს. ბავშვი დაბადებიდანვე მიისწრაფვის სიახლეებისკენ, რაც მისი წარმატებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. თუ მოსწავლეს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები სწავლისადმი, მაშინ მისი მოტივაცია მცირდება, შესაბამისად ცოდნის დონეც დაბალია.  მაგრამ თუ სწავლის პროცესი დაკავშირებულია მოსწავლის ინტერესებსა და დადებით ემოციებთან, მაშინ მოზარდისთვის სწავლა ხდება ბუნებრივი ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება. სკოლისა და მასწავლებლის უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ესაა, რომ სწავლის პროცესი არა იძულებით, არამედ ბუნებრივ, სახალისო პროცესად აქციოს. ცნობილია, რომ მოტივაციას განაპირობებს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული გარემოდან, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილებები, სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები. გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, ამდენად, ფოკუსი ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე უნდა გაკეთდეს. სწავლების პროცესში ჩადებული უნდა იყოს როგორც სკოლის და მასწავლებლის მხრიდან სტრატეგიები, რომლებიც გაზრდიან შინაგან და გარეგან მოტივაცია.
  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩემი საკვლევი თემა მეტად აქტუალურია სკოლაში სწავლა-სწავლების ნორმალურად წარმართვისათვის და მოსწავლეთა მაღალი შედეგების მისაღებად.
ლიტერატურის მიმოხილვა:
    სოფიკო ლობჟანიძე (,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები’’) გვირჩევს, რომ კვლევის დაწყებამდე საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები: ,,რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის? აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?’’ ვფიქრობ, ჩემთვისაც, როგორც სხვა პედაგოგებისთვის, ეს კითხვები ყველაფრის საფუძველია. ამ კითხვებიდან გამომდინარე ვადგენთ გეგმას პედაგოგიური საჭიროების კვლევისათვის.
 ჯეფრი ი. მილსი თავის ნაშრომში ,,სამოქმედო კვლევა” წერს: ,,არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის გამოწვევაა. როგორც წესი, ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი, არღვევენ სასწავლო პროცესს და ხშირად მათი ქცევის გასაკონტროლებლად იხარჯება პედაგოგის დროის დიდი ნაწილი“. ამიტომაცაა საჭირო და დროული მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის სათანადო სტრატეგიების შემუშავება.
 ,, სკოლა ორგანიზმს ჰგავს. ის ცოცხალია, მასში სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობს.
ორგანიზმს სასიცოცხლო პროცესების წარმართვისათვის ორგანოთა შეთანხმებული მუშაობა სჭირდება; ასევეა სკოლაც, მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი რგოლების: მოსწავლისა და მასწავლებელის შეთანხმებული მუშაობა. ამისათვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა აღნიშნული რგოლების მაღალი მოტივაცია“, აღნიშნავს ნინო კოდუა თავის ნაშრომში ,,მოტივაცია-თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სკოლის ორგანიზმის ერთერთი რგოლია კლასები. კლასში მასწავლებელს სჭირდება შეთანხმებული მუშაობა მოსწავლეებთან.
  ნათია კალანდაძე თავის ნაშრომში ,,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალებების ძიება ისტორიის გაკვეთილზე“ დასძენს, რომ სწავლების პროცესის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. თანამედროვე პირობებში კი, სწავლისადმი მოტივაციის განვითარება კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა; ბევრი მათგანი მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში მოელის, ამიტომ ტრადიციული გაკვეთილები მოსაწყენად ეჩვენებათ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სწავლისადმი მათ მოტივაციას.
   ცვატა ბერძენიშვილი თავის სტატიაში ,,ატრიბუცია კლასში და მოსწავლეთა მოტივაცია წერს:
   თუ მოსწავლეები თავიანთი მარცხის მიზეზს მიაწერენ სტაბილურ ფაქტორებს, მაგალითად, საგნის სირთულეს, მათ მომავალშიც მარცხის მოლოდინი ექნებათ. მაგრამ თუ ისინი ამ შედეგს მიაწერენ არასტაბილურ ფაქტორებს, ვთქვათ, განწყობას ან იღბალს, მათ ექნებათ მომავალში უკეთესი შედეგის მიღწევის იმედი.
  ცვატა ბერძენიშვილი  სტატიაში ,,თვითგანსაზღვრა, ავტონომია და მოტივაცია“ პედაგოგებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:
  • მიეცით ნება და წააქეზეთ მოსწავლეები, გააკეთონ არჩევანი;
  • დაეხმარეთ მათ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და განახორციელონ საკუთრივ არჩეული მიზნები;
  • მოსწავლეები აუცილებელია პასუხისმგებელი იყვნენ საკუთარი არჩევნის შედეგებზე;
  • შეზღუდვებსა და წესებს რაციონალური ახსნა მოუძებნეთ;
  • გააცნობიერეთ, რომ მასწავლებლის მხრიდან კონტროლს ლოგიკურად მოსდევს ნეგატიური ემოციები;
  • მიმართეთ არამაკონტროლებელ, პოზიტიურ უკუკავშირს;
  • ცუდ ნიშნებს ან არასასურველ ყოფაქცევას ნუ განიხილავთ, როგორც კრიტიკის ობიექტს. განიხილეთ ის, როგორც პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.
  მარიამ გოდუაძე სტატიაში ,,მოტივაცია და შთაგონება, გაკვეთილი-როგორც ჰიპნოზური სტიმულაცია“ გვირჩევს შემდეგს: რადგან „თითოეული ჩვენგანის მოქმედების მიზეზი დიდ ადამიანად ყოფნისა და საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნების სურვილია“ (ფროიდი), ამიტომაც მნიშვნელოვნია გულწრფელი ინტერესის გამოჩენა მოწაფეთა მიმართ, ყურადღებით მოსმენა, მათთვის თავიანთ თავზე საუბრის საშუალების მიცემა, ინტერესების გათვალისწინება, კამათში დათმობა, აზრის პატივისცემა, გულწრფელი დაფასება და შექება, ღიმილი, სახელით ხშირად მიმართვა. 


კვლევის თემა:  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მეთერთმეტე (ბ) კლასის მოსწავლეთა  მოტივაციის კუთხით გამოვლენილი პრობელმები მათემატიკაში, მათი გამომწვევი მიზეზები და მოტივაციის ასამაღლებელად დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა  და ცვლილებების მონიტორინგის წარმოება.
კვლევის მიზანი:  დავადგინოთ ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და დავნერგოთ ჩვენს პედაგოგიურ  პრაქტიკაში.
კვლევის მეთოდოლოგია:
 კვლევის მეთოდებიდან ავირჩიე  როგორც თვისებრივ (აღწერითი და ფოკუსირებულ დაკვირვებას), ასევე რაოდენობრივ მეთოდები (ანკეტირება-კითხვარები).
 კვლევის მეთოდოლოგიამ დაასაბუთა, რომ კვლევის მიზანი კარგად იყო განსაზღვრული და თანხვედრაში იყო  ჩატარებულ სამუშაოსთან.
  კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან ავირჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი პედაგოგიური კვლევის ჩასატარებლად. ეს იყო დაკვირვება. გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. უბრალო დაკვირვების დროს გარედან ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ჩართულობის პროცესს: -რამდენად დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ხომ არ იყო რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, მოსწონდათ თუ არა პროცესი... ჩართული დაკვირვების დროს დამატებით არაფორმალურად ვესაუბრებოდი მოსწავლეებს.
  რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები: - ჩემს მოსწავლეებში ჩართულობისა და მოტივაციის გასაანალიზებლად. კითხვარები წინასწარ მოვსინჯე მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოვასწორე და შერჩეულ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე. შეკითხვები კითხვარებში ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად.
   ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების გამიკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის, ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.
მონაცემთა შეგროვება:
   კვლევის პროცესში რაღაც განსაკუთრებული სირთულე არ შემქმნია. ვფიქრობ, იგი კარგად იყო ორგანიზებული და მასში სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა როგორც მოსწავლეებმა, ასევე მათმა მშობლებმაც.
   შედგენილ კითხვარებს მშობლებს ვატანდი სახლში კარგად გასაანალიზებლად. მათ ეს კითხვარები (შევსებული) მალევე დამიბრუნეს.
   მოსწავლეებმა კითხვარები შეავსეს კლასში , ამიტომ მათი შეგროვება არ გამჭირვებია.
მონაცემთა ანალიზი:
  საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე კლასში დავიწყე თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვება თუ რამდენად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, როგორია მათი მოტივაცია, არღვევენ თუ არა სასწავლო პროცესს და ა.შ. დაკვირვებიდან გამომდინარე შევიმუშავე ანკეტა-კითხვარი. დავარიგე კლასში ანკეტა-კითხვარი, რომელიც დამიბრუნეს შევსებული უპრობლემოდ.
კითხვებზე:
1. გიყვართ თუ არა მათემატიკა?
დიახ - 4;     არა - 11; ნაწილობრივ - 4.
2. ხშირად აცდენთ თუ არა მათემატიკის გაკვეთილებს?
დიახ - 4      არა - 10 ნაწილობრივ - 5
3. გაქვთ თუ არა მოტივაცია?
დიახ - 6      არა - 10 ნაწილობრივ -2
4.  ხართ თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართული?
დიახ - 7       არა - 5 ნაწილობრივ - 7
  გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა უმეტესობას არ უყვარს საგანი მათემატიკა. ისინი მიზეზად ასახელებენ საგნის სირთულეს (6) და არ არის საინტერესო (5). მოტივაცია დაბალია 53%-ს არ აქვს მოტივაცია. საგაკვეთილო პროცესში მეტ ნაკლებად ჩართულნი არიან.


5. გაქვთ თუ არა თქვენს კლასელებთან კარგი ურთიერთობა?
დიახ - 10      არა -3 ნაწილობრივ - 6
6. ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებებს მათემატიკაში?
დიახ - 10        არა -5 ნაწილობრივ - 4
7. იცავთ თუ არა ქცევის წესებს?
დიახ - 13         არა - 2 ნაწილობრივ - 4
  დიაგრამიდანაც ჩანს, რომ უმეტესობა იცავს ქცევის წესებს, ასრულებენ საშინაო დავალებებს, მაგრამ მაინც არიან მოსწავლეები, რომლებიც არ იცავენ ქცევის წესებს (2) და არ ასრულებენ საშინაო დავალებებს (5)
 ასევე მივეცი კითხვარი მათემატიკის მასწავლებლის შესახებ. კერძოდ,მივეცი შემდეგი კითხვები:
1. მათემატიკის მასწავლებელმა იცის თუ არა საგანი?
დიახ - 16    არა -1 ნაწილობრივ -2
2. მათემატიკის მასწავლებელი ახერხებს თუ არა მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში?
დიახ -9         არა - 3 ნაწილობრივ - 7
3. მათემატიკის მასწავლებელი არის თუ არა კომუნიკაბელური მოსწავლეების მიმართ?
დიახ - 10            არა - 4 ნაწილობრივ - 5
4. მათემატიკის მასწავლებლის  მხრიდან ხდება თუ არა მოტივაციის აღძვრა?
დიახ - 9             არა - 5 ნაწილობრივ -5
5. მათემატიკის მასწავლებელი იყენებს თუ არა მრავალფეროვან რესურსებს?
დიახ -7           არა - 6 ნაწილობრივ - 6
6. მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან ხდება თუ არა თქვენი ინტერესების გათვალისწინება?
დიახ -8         არა - 5      ნაწილობრივ - 6
    








გამოკითხვიდან ჩანს, რომ მოსწავლეები სრულად არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, რადგან მათი მოტივაცია არ არის მაღალი. ამის გამომწვევი ფაქტორები მასწავლებლის მხრიდან( ჩემი) არის შემდეგი: ხშირად არ ვიყენებ მრავალფეროვან რესურსებს, მათ შორის აუდიო ვიზუალურ და ელექტრონულ ტექნოლოგიებს; სრულად არ ხდება (ნაწილობრივ) მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება; ნაკლებ დროს ვუთმობ პრობლემებზე აგებულ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნებს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებენ მეთერთმეტე (ბ) კლასელთა ნაკლებ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და მათ ნაკლებ მოტივაციას.
 მოსწავლეებთან ერთად კითხვარებით გამოვიკითხე მოსწავლეთა მშობლები.
მშობლების გამოკითხვის შედეგი ასეთია:
1. პირადად ვიცნობ ჩემი შვილის ყველა პედაგოგს
დიახ - 12        არა -2 ნაწილობრივ - 5
2. ვკონტაქტობ დამრიგებელთან და ვატყობინებ ბავშვის სკოლაში არ ყოფნის მიზეზს
დიახ - 8           არა - 5 ნაწილობრივ - 6
3. მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ
დიახ - 11           არა -4 ნაწილობრივ -  4
4. ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში
დიახ -11           არა -3 ნაწილობრივ - 5
  როგორც მშობელთა გამოკითხვიდან ჩანს არ არის მაღალი მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. პირადად მეც ვერ ვცნობ ყველა მოსწავლის მშობელს, ყველასთან არ მაქვს კონტაქტი. ეს არის ერთ ერთი ფაქტორი მშობელთა მხრიდან ნაკლები ჩართულობისა სკოლაში.


დასკვნები, რეკომენდაციები და ინტერვენციები
მოსწავლეთა გამოკითხვის ანალიზიდან გამომდინარე გამოიკვეთა ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. ყოველივე აქედან გამომდინარე მინდა დავასახელო ფაქტორები, რომელთა საშუალებით შემიძლია შევცვალო მოსწავლეთა მოტივაცია - გავზარდო:
ƒ პირველ რიგში მოსწავლეებმა  თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ. მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცეზე მოსწავლეებს უნდა შევუქმნა  მეგობრული გარემო, მოსწავლეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი მოქმედება, გამოთქმული აზრი, მცდარიც რომ იყოს, არ გახდება განსჯისა და დაცინვის საგანი; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლის აქტიურობა, საგაკვეთილო პრცესში ჩართულობა და ინტერესი შემცირდება, რასაც საბოლოოდ მოტივაციის შემცირებასთან  მივყავართ.
ƒ დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო და საკლასო გარემოს მოწყობას. შემდგომში საკვეთილო პროცესში გამოვიყენებ მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ რესურსებს და ელექტრული ტექნოლოგიებს, რაც მნიშვნელოვნად  გაზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს.
ƒ გამოვიყენებ გარეგანი მოტივაციის ფორმებს: შექება, ჯილდო ან სხვა ფორმით წახალისებას. ეს სტიმულს მისცემს მათ შემდგომი კვლევა-ძიებისათვის; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შევძლო გარეგანი მოტივაციის გადაქცევა შინაგან ფაქტორად, რადგან გარეგანი სტიმული დროებითია, შინაგანი კი ხანგრძლივია.
 ƒ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს, ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე რომ უყალიბდებათ. სკოლის დაინტერესება მათი სამყაროთი ბავშვებს კმაყოფილების შეგრძნებას მოუტანს.
ƒ  გაიზარდოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ხშირად ხდებოდეს არაფორმალური შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან.
ƒ კავშირი ბავშვის სამყაროსა და სკოლას შორის მინიმალურია. სასწავლო  პროცესს უმეტესად არ უკავშირებენ მათ რეალურ ცხოვრებას, მოსწავლეები კი, თავის მხრივ, ვერ ახერხებენ, საკუთარი გამოცდილება სკოლას დაუკავშირონ. საგნების ისეთი ფორმით სწავლებას, რომელსაც არ აქვს კავშირი ყოველდღიურობასთან აუცილებლად მივყავართ სწავლისადმი ინტერესის დაკარგვამდე და ცუდ მოსწრებამდე. შეიძლება, ჩემთვის, მასწავლებლისთვის ნათელი იყოს მიმდინარე მასალის კავშირი ცხოვრებასთან, მაგრამ მოსწავლეთათვის - არა. ამიტომ სწავლის პროცესში ყურადღება უნდა მივაქციო საგნის აქტუალურობის განხილვას.
ყოველივე აქედან გამომდინარე  გამოიკვეთა ჩემი საჭიროება მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. აღნიშნული კვლევა გავაცანი მათემატიკის მასწავლებლებს კათედრაზე. ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს ,რომ მათთვის საინტერესოა ის აქტივობები,რომლებიც აამაღლებენ მოსწავლეთა მოტივაციას და მაღალი იქნება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
ახალი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მეთერთმეტე (ბ) კლასში. გაკვეთილზე გამოვიყენე ჩემს მიერ შექმნილი რესურსები.  ვიდეოამოცანების, როგორც ახალი რესურსის ჩართვამ საგაკვეთილო პროცესში გამოიწვია მოსწავლეების მაღალი მოტივაცია. ეს მეთოდი დაეხმარა მათ პრობლემური ამოცანების გააზრებაში.
დავგეგმე და ჩავატარე არაფორმალური შეხვედრა მეთერთმეტე (ბ) კლასის მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრის დროს მათგან წამოვიდა საინტერესო იდეები და წინადადებები, რასაც შემდგომში გავითვალისწინებ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჯეფრი ი. მილსი, ,,სამოქმედო კვლევა“(სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტი), კონგრესის ბიბლიოთეკა, 1987, გვ.17
  2. ნინო კოდუა, ,,მოტივაცია-თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, ჟ. განათლების მეცნიერება და ფსიქოლოგია, 2014, #1
  3. ნათია კალანდაძე, ,,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალებების ძიება“, ჟ. განათლების მეცნიერება და ფსიქოლოგია, 2014, #1
  4. სოფიკო ლობჟანიძე, ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, ჟ. მასწავლებელი, 2012, #5
  5. ცვატა ბერძენიშვილი, ,,ატრიბუტიკა კლასში და მოსწავლეთა მოტივაცია“,ჟ. მასწავლებელი, 2015, #11
  6. ცვატა ბერძენიშვილი, ,,თვითგანსაზღვრა, ავტონომია და მოტივაცია“, ჟ. მასწავლებელი, 2017,  #1
  7. მარიამ გოდუაძე, ,,მოტივაცია და შთაგონება, გაკვეთილი-როგორც ჰიპნოზური სტიმულაცია“, ჟ. მასწავლებელი, 2016, #3





დანართი




                                         კითხვარი
#
კითხვები
დიახ
არა
ნაწილობრივ
1
გიყვართ თუ არა საგანი მათემატიკა



2
ხშირად აცდენთ თუ არა მათემატიკის გაკვეთილებს



3
გაქვთ თუ არა მოტივაცია



4
გაქვთ თუ არა თქვენს კლასელებთან კარგი ურთიერთობა



5
ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებებს მათემატიკაში



6
ხართ თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართული



7
იცავთ თუ არა ქცევის წესებს



8
მათემატიკის მასწავლებელმა იცის თუ არა საგანი



9
მათემატიკის მასწავლებელი ახერხებს თუ არა მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში



10
მათემატიკის მასწავლებელი არის თუ არა კომუნიკაბელური მოსწავლეების მიმართ



11
მათემატიკის მასწავლებელის მხრიდან ხდება თუ არა მოტივაციის აღძვრა



12
მათემატიკის მასწავლებელი იყენებს თუ არა მრავალფეროვან რესურსებს



13
მათემატიკის მასწავლებელის მხრიდან ხდება თუ არა თქვენი ინტერესების გათვალისწინება










1. საგნის სიყვარულს განაპირობებს: ა) საინტერესოა   ბ) ოჯახის წევრების ზეგავლენით გ) მასწავლებლის გავლენა დ) იძლევა დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას  ე) სხვა მიზეზით
2. საგნის ნაკლები სიყვარულის მიზეზია: ა) საგნის სირთულე ბ) არ არის საინტერესო გ) მასწავლებელი  დ) კლასელები ე) სხვა მიზეზი


                                                      მშობლების კითხვები

კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
პირადად  ვიცნობ მის ყველა პედაგოგს



ვკონტაქტობ გამრიგებელთან და ვატყობინებ ჩემი ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს



მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ



ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში

















რეფლექსია


მიმდინარე,2017-2018 სასწავლო წლის 3 ნოემბრიდან  31 მაისის ჩათვლით ვმუშაობდი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე -,,სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მეთერთმეტე (ბ) კლასის მოსწავლეთა მოტივაციის კუთხით გამოვლენილი პრობელმები მათემატიკაში, მათი გამომწვევი მიზეზები და მოტივაციის ასამაღლებელად დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა  და ცვლილებების მონიტორინგის წარმოება.“ კვლევის ჩემ მიერ არჩეული მიმართულების ამოსავალი წერტილი ჩემივე პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარეობს. სწავლებისას მოსწავლეებზე დაკვირვებისას  მივიჩნიე, რომ  მქონდა  შესაძლებლობა,  კვლევა  წარმატებით განმეხორციელებინა, ისე რომ, სხვადასხვა ფაქტორებზე   ძალიან არ ვყოფილიყავი  დამოკიდებული.
კვლევის ჩასატარებლად  მჭირდებოდა  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა. მათ ჩემთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.     მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ მჭირდებოდა. საკვლევი სიტუაცია ნორმალური იყო  და შეცვლას არ  საჭიროებდა.  კვლევით დაინტერესებული ვიყავი  და გადავწყვიტე მისი განხორციელებისთვის საჭირო დრო დამეხარჯა. მივიჩნიე, რომ იგი ჩემთვის დაძლევადი იყო, თანაც კონკრეტული, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რომელ კლასში, რომელ მოსწავლეებთან რას ვიკვლევდი  და ამას რისთვის ვაკეთებდი.
ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანი იყო  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, რადგან მომავალ სასწავლო წელს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევამ  დამანახა  ჩემი  ძლიერი მხარეები, რათა  მომავალში ის უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, აგრეთვე დამანახა სუსტი  რგოლიც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას ახალ სასწავლო წელს  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევამ  გამოავლინა  ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესები, რომელთაც აუცილებლად განვავითარებ, მოსწავლეებისა და და მათი მშობლების სურვილები, რომელთა შესრულებაზე მუშაობა მომიწევს.
დიდი სურვილი მაქვს, მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია სწავლების, მშობლებს კი გავააზრებინო ამ საკითხის აქტუალობა. მსურდა გამეგო,  რა აზრისანი  არიან მშობლები ამ საკითხზე. მიმეღო  მათგან რჩევები, რეკომენდაციები, გამეგო,  რა არის ამ მიმართულებით  პრიორიტეტული მათი შვილებისთვის.
გადავწყვიტე, რომ კვლევა აბსოლუტურად შეესაბამებოდა  ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მიესადაგებოდა  ჩემი გაკვეთილების მიზნებს და დიდად სასარგებლო იქნებოდა  ჩემი მომავალი საქმიანობისთვის.
კვლევის ჩატარება არ უნდა გამჭირვებოდა,  რადგან შემეძლო, რომ  კვლევითი აქტივობების დიდი ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩამერთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები და ა.შ.
          კვლევამდე პერიოდში, მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩემს მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებდი სკრინინგს, რამდენჯერმე ჩავუტარე დიაგნოსტიკური ტესტირებაც. ამდენად, აღნიშნული კვლევისთვის გარკვეულწილად შემზადებული ვიყავი  და განსაკუთრებულ დაბრკოლებებს მის განსახორციელებლად ვერ ვხედავდი.
კვლევის მეთოდებიდან ავირჩიე  როგორც თვისებრივი (აღწერითი და ფოკუსირებული დაკვირვები, ინტერვიუები  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან), ასევე რაოდენობრივი მეთოდები (ანკეტირება-კითხვარები).
კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან პედაგოგიური კვლევის ჩასატარებლად ავირჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი. ეს იყო დაკვირვება. გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. გავიარე დაკვირვების სამივე ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი.
       რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები,შეკითხვები კითხვარებში ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად. 
ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების გამოკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის, ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.
რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ სწრაფად, განსაზღვრულ დროზე ადრე შეავსეს კითხვარი და დიდი მონდომებით იმუშავეს სხვადასხვა  ტიპის ყველა  შეთავაზებულ ტესტზე.
შემიძლია ვთქვა, რომ კვლევის მონაცემების შეგროვება არ გამჭირვებია, რადგან  ეს ეტაპი საკმაოდ  კარგად იყო ორგანიზებული.
ტესტირებები, მოსწავლეთა კითხვარების შევსება  ტარდებოდა  საკლასო ოთახებში, მოსწავლეები მუშაობდნენ  მყუდრო,  ლამაზ, უსაფრთხო გარემოში. არ იგრძნობოდა არანაირი შიში, არანაირი შეშფოთება, პირიქით, მოსწავლეები დაინტერესებული ჩანდნენ აღნიშნული საქმიანობით.
მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო იყო  პასუხები გადამეტანა რიცხობრივ მონაცემებში.
ტესტების მაჩვენებლები სათითაოდ განვიხილე, დავაჯგუფე შედეგების მიხედვით და წარმოვადგინე რაოდენობრივი და ამავე დროს პროცენტული მაჩვენებლების სახით, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე სხვადასხვა სახის  დიაგრამები. მონაცემების თვალსაჩინოდ აღსაქმელად, ვეცადე, დიაგრამებისთვის მიმენიჭებინა მეტი გამომსახველობა, მაგ: ფერებით განსხვავება და ა.შ.
      გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მოსწავლეთა უმეტესობას არ მოსწონს საგანი მათემატიკა. ისინი განმარტავენ, რომ საგანი მათემატიკა არის რთული საგანი, თანაც არა საინტერესო. მოსტავლეთა უმეტესობა ამბობს,რომ მათი მოტივაცია დაბალია და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა არ არის მაღალი პროცენტი. მათი გამოკითხვიდან ჩანს, რომ მასწავლებლის ცოდნის დონე აკმაყოფილებთ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელს გამოეყენებინა მრავალფეროვანი აუდიოვიზუალური რესურსები და ელექტრული ტექნოლოგიები.
    მშობლების გამოკითხვებიდან გამოიკვეთა შემდეგი: არ არის მაღალი მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. პირადად მეც ვერ ვცნობ ყველა მოსწავლის მშობელს, ყველასთან არ მაქვს კონტაქტი. ეს არის ერთ ერთი ფაქტორი მშობელთა მხრიდან ნაკლები ჩართულობისა სკოლაში.
         ვერ ვიტყვი, რომ კვლევაზე მუშაობა ადვილი იყო, ეს საქმიანობა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ მან დამანახა ნათელი სურათი, თუ  რა მდგომარეობაა არჩეული მიმართულებით, რა მექნება გასაკეთებელი მომავალში ისე, რომ ეს პრიორიტეტული იყოს სამიზნე ჯგუფისთვის, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და მქონდეს წარმატების იმედი.  ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც, რათა მომავალში იმათაც ჩაატარონ მსგავსი სამუშაო, არ ჩათვალონ, რომ მსგავსი გამოყენებითი კვლევების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კვლევის პერიოდში განსაკუთრებით ის ფაქტი მომეწონა, თუ როგორ ცდილობდნენ მშობლები ჩემს მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, მათ დაინახეს ჩემი მონდომება, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ისინი დამეხმარებიან მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
დავინახე გარკვეული ხარვეზებიც: მაგ: თავდაპირველად კითხვები იყო ძალიან ბევრი, დაუჯგუფებელი, ზოგიერთი არასაჭიროც კი. მათი კოდირება და ექსელის ცხრილში შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. თავდაპირველად, კითხვარებისთვის მიწერილი მქონდა მშობლის ვინაობის აღნიშვნაც, მაშინ როცა სასურველი იყო ანონიმურობა. მდგომარეობა გამოვასწორე, მშობლებს მივუთითე, რომ არ იყო საჭირო ვინაობის მითითება, კითხვარები დავხვეწე, კითხვები დავაჯგუფე.
ჩემი ზოგადი დასკვნა ასეთია: ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს გააკეთოს პრაქტიკის კვლევა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია.
 პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვის სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.
პრაქტიკული კვლევის ანგარიში გავაცანი ჩემს კოლეგებს კათედრის სხდომაზე, მათ გაიზიარეს ჩემი შემდგომში დასახული მიზნები და აღნიშნეს, რომ მათაც გამოადგებათ პედაგოგიურ პრაქტიკაში ის აქტივობები რომლებიც ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
განვახორციელე შემდეგი სახის ინტერვენციები:
ა) ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული. გაკვეთილზე გამოვიყენე თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიები და მრავალფეროვანი რესურსი. გაკვეთილი იყო სახალისო და მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში მთლიანად.
ბ) მოვაწყე მოსწავლეების მშობლებთან არაფორმალური შეხვედრა. ერთობლივად დავგეგმეთ რამოდენიმე აქტივობა, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.


დავსახე ჩემი მომავალი პერსონალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ზოგადად ასეთია:


ახალ სასწავლო წელს დამატებით სამუშაო დროს გამოვყოფ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ სხვადასხვა ტიპის ამოცანების გააზრება და ამოხსნები;
ვიმუშავებ სასწავლო რესურსების შექმნაზე, რომლებსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში;
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოვიყენებ თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებს და მრავალფეროვან რესურსს;
მასწავლებლებს შევთავაზებ ტესტებისა  და აუდიო ვიზუალურ რესურსების მარაგს, რომლებიც დროთა განმავლობაში დავაგროვე. აგრეთვე, შევთავაზებ  სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსს, მათ შორის, ჩემს საგანმანათლებლო ბლოგებს.
ვეცდები, გავააქტიურო ჩემს საქმიანობაში მშობელთა ჩართულობა, ვთხოვო მშობლებს დახმარება ამ მიმართულებით, დავგეგმო განსაზღვრული სამუშაო.

Комментарии

Популярные сообщения