სასწავლო რესურსები

რესურსის დასათვალიერებლად დააჭირეთ ჩემი რესურსი 1
რესურსის დასათვალიერებლად დააჭირეთ ჩემი რესურსი 2

რესურსი 1

ინსტრუქცია: რესურსი ,,ზომის ერთეულებს შორის კავშირი" არის თამაში-ვიქტორინა, რომელიც შედგება ტესტებისაგან.ტესტებს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი.ტესტები დალაგებულია მარტივიდან რთულისაკენ.ტესტის თითოეული პასუხი ფასდება შესაბამისი ქულით. თამაში ვიქტორინა ონლაინ რეჟიმშია ჩართული,მოსწავლე თვალნათლივ ხედავს სწორია თუ არა მონიშნული პასუხი. სწორი პასუხი მწვანდება,ხოლო არასწორი - წითლდება. მოსწავლე მონიშნავს სავარაუდო სწორ პასუხს და დააკლიკავს.შესაბამისად თუ სწორია პასუხი გამწვანდება, ხოლო თუ არასწორია გაწითლდება და ამასთანავე სწორი პასუხი გამწვანდება. აღნიშნული თამაში მრავალჯერადაა გამოსაყენებელი და ადვილადაა შესაძლებელი მისი მოდიფიცირება სხვა საგნებისათვის.

რეფლექსია: რესურსი ,,ზომის ერთეულებს შორის კავშირი" შექმნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. კერძოდ, 4 კლასის მოსწავლეთათვის, მაგრამ მას გამოიყენებენ მე-5 და მე-6 მლასის მოსწავლეებიც. რესურსის საშუალებით ხდება მიღებული ცოდნის განმტკიცება. თუ მოსწავლემ არ იცის სწორი პასუხი და არასწორად გასცა პასუხი, სწორი პასუხი მწვანდება, მოსწავლე იღებს ახალ ცოდნას და ამასთანავე, თამაშით განამტკიცებს მიღებულ ცოდნას.რესურსი ჩართულია ონლაინ რეჟიმში და გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში მთელი კლასისათვის კომპიუტერულ ოთახში. აღნიშნული რესურსით მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. მისი მოდიფიცირება ადვილადაა შესაძლებელი სხვა საგნებისათვის. რესურსი შესაბამისობაშია ე.ს.გ -თან.
 მათ.IV.5.   მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.

რესურსი 2
ინსტრუქცია: რესურსი,,სივრცითი ფიგურები" არის თამაში დაწყვილებით, სადაც მოსწავლემ უნდა ამოიცნოს სივრცითი ფიგურები და შეუსაბამოს სათანადო ფიგურები მათ სახელებს. თამაშის დაწყებისას გამოდის ამოცანის ინსტრუქცია. მოსწავლე ,,მაუსით" მონიშნავს ფიგურას და ჩასვამს შესაბამის ადგილას. თუ არასწორად ჩასვა ფიგურა წითლდება და მიდის თავის ადგილას, თუ სწორად ჩასვა ფიგურა მწვანდება და რჩება ადგილზე.თამაში ჩართულია ონლაინ რეჟიმში. იგი მრავალჯერადაა გამოსაყენებელი და ადვილად მოდიფიცირდება სხვა საგნებისათვის.

რეფლექსია: რესურსი ,,სივრცითი ფიგურები" შექმნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. კერძოდ, 4 კლასის მოსწავლეთათვის. რესურსის საშუალებით ხდება მიღებული ცოდნის განმტკიცება. თუ მოსწავლემ არ იცის სწორი პასუხი და არასწორად გასცა პასუხი, სწორი პასუხი მწვანდება, მოსწავლე იღებს ახალ ცოდნას და ამასთანავე, თამაშით განამტკიცებს მიღებულ ცოდნას.რესურსი ჩართულია ონლაინ რეჟიმში და გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში მთელი კლასისათვის კომპიუტერულ ოთახში.მისი მოდიფიცირება ადვილადაა შესაძლებელი სხვა საგნებისათვის. აღნიშნული რესურსით მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.რესურსი შესაბამისობაშია ე.ს.გ -თან. 
მათ.IV.8.   მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია.


Комментарии

Популярные сообщения